შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტების წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აირჩევა სტუდენტების მიერ პირდაპირი და ფარული არჩევნების გზით ერთი წლის ვადით. სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს სტუდენტების ინტერესებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და მართვის ორგანოებთან ურთიერთობისას, იცავს მათ უფლებებს და ხელს უწყობს სტუდენტური ინიციატივების განხორციელებას. სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას და მისი ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განსაზღვრავს  თვითმმართველობის დებულება.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თვითმმართველობასთან თანამშრომლობას სტუდენტებთან კომუნიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  ფორმად მიიჩნევს. თვითმმართველობაში ფაკულტეტის დელეგატის მეშვეობით ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ პირდაპირ კავშირს სტუდენტებთან, რაც ფაკულტეტის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს სტუდენტებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო და კლასგარეშე აქტივობები დაგეგმოს.

2015-2016 აკადემიურ წელს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების უმრავლესობის მხარდაჭერით თვითმმართველობის დელეგატი გახდა საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი თათია ფარადაშვილი.