პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“, რომელიც აქამდე ცნობილი იყო, როგორც „ეკონომიკა დამწყებთათვის“, ფუნქციონირებს 2017-2018 წლის გაზაფხულის სემესტრიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ინიცირებით.  აღნიშნული პროექტი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის. კერძოდ, ჩვენი პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. პროექტის ზოგადი  მიზანია  ახალგაზრდებისთვის აქტიური ცხოვრების ხელშეწყობა, მათი პიროვნული და აკადემიური წინსვლა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცნობიერებს ,რომ ქვეყნის მომავალი სწორედ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული,ამიტომ მსგავსი პროექტებით ცდილობს, შესაბამისი უნარ-ჩვევები განუვითაროს მათ, რაც შემდგომში მათი პროფესიული წინსვლის გარანტი იქნება.

პროექტის დასახელებით თუ ვიმსჯელებთ, მისი მიზანი სოციალური მეცნიერებების სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესება უნდა იყოს. თუმცაღა, გარდა ამისა, იგი ორიენტირებულია ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაზე, როგორიცაა:

1) კრიტიკული აზროვნება

2) მასალის სწრაფად ათვისება

3) ანალიზის უნარი

4) აუდიტორიასთან ურთიერთობა

5) თავდაჯერებულობა

6) ჯანსაღ კონკურენციასთან გამკლავება

7) პრეზენტაბელურობა

8) გუნდური მუშაობა

9)ნეთვორქინგი

პროექტის ზოგადი აღწერა პროექტის მიზანი სარეგისტრაციო ბმული