დასრულდა პროექტი „სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა 2017“. საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ციკლი სკოლის მოსწავლეებისთვის 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საინტერესო პლატფორმის შექმნას მოსწავლეებისთვის საკუთარი ინტერესების განსასაზღვრად და შედეგად, მომავალი პროფესიის ასარჩევად. პირველი დღე ჟურნალისტიკის სპეციალობას მიეძღვნა. მონაწილეებმა მოისმინეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორის, ქ-ნი მარინა ვაშაყმაძის საჯარო ლექცია თემაზე „პროფესია-ჟურნალისტი“. დიალოგის რეჟიმში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და არაერთი მწვავე და აქტუალური კითხვა დაუსვეს სტუმარს. პირველივე დღეს გაიმართა გაცნობითი აქტივობა „ინტერვიუ“, რომლის დროსაც მონაწილეებს ერთმანეთის უფრო ახლოს გაცნობა და ეფექტურად წარდგენა შეეძლოთ.

ეკონომიკისადმი მიძღვნილი დღე გახსნა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ბატონმა გიორგი ბაქრაძემ თემით „ვინ არის ეკონომისტი?“ სხვადასხვა გასართობი აქტივობების შემდეგ გაიმართა სიმულაციური თამაში „თავისუფალი საბაზრო სისტემა“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს უნდა მოეფიქრებინათ და ჯგუფურად განეხორციელებინათ ყველა ის საბაზრო პრინციპი, რაც თავისუფალ ეკონომიკებს ახასიათებთ საერთაშორისო ვაჭრობისას.

მესამე დღეს საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულმა მონაწილეებმა მოისმინეს ბ-ნ რამაზ საყვარელიძის საჯარო ლექცია სახელწოდებით „მსოფლიო პოლიტიკური თამაშები“, რის შემდეგაც მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სტრატეგიულ-ინტელექტუალურ თამაშში „პოლიტიკა“, რა დროსაც სიმბოლურ გუნდებს პრაქტიკაში უნდა გამოეყენებინათ მათი ინტელექტი და სტრატეგიული უნარები.

პროექტი გაგრძელდა საჯარო ადმინისტრირებასა და სახელმწიფო მმართველობით. მოწვეულმა ლექტორმა ირმა მიქაძემ მოსწავლეებს გააცნო ამ ჯერ კიდევ ახალი მიმართულების სპეციფიკა, წარუდგინა მათ საჯარო მოხელის პროფესიის თავისებურებები და მახასიათებლები. თეორიული ცოდნა მონაწილეებმა გადაიტანეს როლურ თამაშში „საქართველოს მთავრობა“, რომლის ფარგლებშიც მათ სხვადასხვა საჯარო თუ არასამთავრობო სუბიექტების და საჯარო მოხელეების რანგში ქვეყანაში არსებული არაერთი მწვავე პრობლემის დაყენება და გადაჭრის გზების ძებნა მოუწიათ. დღე დასრულდა კინოჩვენებით „ცისფერი მთები“, რასაც მოჰყვა დისკუსია პროგრამის კოორდინატორის, ელენე ბენდელიანის ხელმძღვანელობით.

პროექტი დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საერთო შემაჯამებელი პროფესიული თამაშების საფუძველზე თითოეული მიმართულებით გამოავლინა საუკეთესო მონაწილე, ყელა მათგანი თბილისი მოლის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა.

  • IMG_2163_Easy-Resize.com
  • IMG_2164_Easy-Resize.com
  • IMG_2167_Easy-Resize.com
  • IMG_2169_Easy-Resize.com
  • IMG_2171_Easy-Resize.com
  • IMG_2172_Easy-Resize.com
  • IMG_2227_Easy-Resize.com
  • IMG_2309_Easy-Resize.com
  • IMG_2310_Easy-Resize.com
  • IMG_2316_Easy-Resize.com
  • IMG_2319_Easy-Resize.com
  • IMG_2327_Easy-Resize.com
  • IMG_2328_Easy-Resize.com
  • IMG_2336_Easy-Resize.com
  • IMG_2338_Easy-Resize.com
  • IMG_2340_Easy-Resize.com
  • IMG_2342_Easy-Resize.com
  • IMG_2355_Easy-Resize.com
  • IMG_2360_Easy-Resize.com
  • IMG_2369_Easy-Resize.com
  • IMG_2489_Easy-Resize.com
  • IMG_2499_Easy-Resize.com
  • IMG_2523_Easy-Resize.com
  • IMG_2552_Easy-Resize.com