პროექტი „სოციალური მეცნიერებები სკოლის მოსწავლეებისთვის“ არის საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ციკლი სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგების შესახებ. პროექტი წელიწადში ორჯერ – ზამთარში და ზაფხულში – იმართება.

სოციალურ მეცნიერებათა ზამთრის თამაშები

პროექტი 4-დღიანია და მოიცავს როლურ, ინტელექტუალურ-სტრატეგიული, სიმულაციურ და სასწავლო თამაშებს ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობისა და ჟურნალისტიკის შესახებ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. თამაშების შინაარსი ყოველწლიურად იცვლება. თამაშები შეიძლება იყოს როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური. თითოეული დარგში გამარჯვებულ მოსწავლეს ან მოსწავლეთა გუნდს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გადასცემს წიგნის მაღაზიების 100-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერებს. დარეგისტრირებული მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ იმ ერთ ან ერთზე მეტ თამაშში, რომლის შინაარსიც განსაკუთრებით აინტერესებთ.

სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზაფხულო სკოლა არის მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროექტი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან შემდეგი დისციპლინებით: საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება & სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა და ეკონომიკა. სკოლა ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება და მოიცავს გამოჩენილი პროფესორების ლექციებს, ასევე პროფესიულ თამაშებს და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებს ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე დისციპლინაში. სკოლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები. პროექტი მიზნად ისახავს საინტერესო პლატფორმის შექმნას მოსწავლეებისთვის საკუთარი ინტერესების განსასაზღვრად და შედეგად, მომავალი პროფესიის ასარჩევად.

  • IMG_2155_Easy-Resize.com
  • IMG_2223_Easy-Resize.com
  • IMG_2344_Easy-Resize.com
  • IMG_2351_Easy-Resize.com
  • IMG_2567_Easy-Resize.com
  • IMG_2575_Easy-Resize.com
  • IMG_2759_Easy-Resize.com
  • IMG_2814_Easy-Resize.com
  • IMG_2914_Easy-Resize.com
  • IMG_3114_Easy-Resize.com
  • IMG_3171_Easy-Resize.com
  • IMG_3204_Easy-Resize.com
  • IMG_3269_Easy-Resize.com
  • IMG_3340_Easy-Resize.com
  • IMG_3445_Easy-Resize.com
  • IMG_3449_Easy-Resize.com
  • IMG_3475_Easy-Resize.com
  • IMG_3480_Easy-Resize.com
  • IMG_3506_Easy-Resize.com
  • IMG_2111_Easy-Resize.com
  • IMG_2189_Easy-Resize.com
  • IMG_2336_Easy-Resize.com