მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების საყურადღებოდ!

რეგისტრაცია 2017-2018 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყება 25 აგვისტოს და გრძელდება 1 სექტემბრის ჩათვლით. დასვენების დღეებში (მარიამობის ჩათვლით) რეგისტრაცია არ იწარმოებს.

რეგისტრაციის პროცედურა:
სტუდენტი სტუდენტის ბაზიდან ირჩევს სასურველ საგნებს;
ფაკულტეტის ადმინისტრაციის განსაკუთრებული თხოვნა: აირჩიეთ მინიმუმ ერთი საგანი თქვენი საკუთარი ბაზიდან უნივერსიტეტში მოსვლამდე, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ასისტენტების დროს რათა სტუდენტებს რეგისტრაციის რიგში დგომა არ მოუწიოთ;
 ფაკულტეტზე (ადმინისტრაციული შენობა, მე-5 სართული) შესაბამისი ასისტენტის დახმარებით ხდება საგნების საბოლოო გადამოწმება და ასისტენტის მიერ დადასტურება;
სტუდენტთა საქმეების განყოფილებაში სტუდენტი ხელს აწერს მის მიერ არჩეულ საგნებს.

სწავლა დაიწყება 4 სექტემბერს.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ აკადემიური კალენდარი: https://www.ibsu.edu.ge/images/Calendar_2017-2018_q.pdf

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!