„ჟურნალის წარმოების“ კურსის ფარგლებში,  შავი ზღვის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტები, მომავალი ჟურნალიტები სვანეთს, მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.

ვინაიდან მოცემულ მომენტში ადგილობრივებს მშენებარე თუ დაგეგმილი ჰესების საკითხი აშფოთებთ, სტუდენტები შეხვდნენ სვან აქტივისტებს, მოსახლეობას, გამოიკითხეს მათი შთაბეჭდილებები, შეხედულებები, პოზიცია. შეიტყვეს დამატებითი ინფორმაცია, ის, რასაც მედიაში ხშირად ვერ შეხვდებით.

სტუდენტებმა გადაიღეს ფოტოები, ვიდეოები, ამზადებენ მულტიმედია პროდუქტს.