შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების სერია მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას მათი უნარებისა და კომპეტენციების განვითარების გზით. ტრენინგების სერიის ფარგლებში მოტივირებულ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სრულიად უფასოდ გაიარონ ტრენინგები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდასა და განვითარებას. ტრენინგები ჩატარდება პერიოდულად და მორგებული იქნება სტუდენტებისთვის სწავლის პროცესისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე.

2016-2017 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მიმდინარეობს შემდეგი ტრენინგები:

კრიტიკულად აზროვნება და კითხვა

საჯარო გამოსვლები და პრეზენტაციის უნარი

დროის მართვა