ხედვა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მიზნად ისახავს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შერწყმის შედეგად მოამზადოს კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შრომის ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს და განვითარებული ექნებათ ძირითადი ღირებულებები.

მისია

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მისიაა უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლება და მიაწოდოს შრომის ბაზარს კვალიფიციური კადრები. ჩვენ ვისწრაფვით, დავიმკვიდროთ ქვეყნის წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო პლატფორმის ადგილი, რაც საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოს მდგრად განვითარებაში.