შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ზაზა შენგელიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ეფექტური მედიამენეჯმენტი და მისი გამოწვევები“. იგი შეეხო სიხშირული მაუწყბელობის ტრანსფორმაციასა და ინტერნეტმედიის მომძლავრების საკითხს მსოფლიო მედიის ბაზარზე.

ზაზა შენგელია საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტელეარხის “იბერვიზიის” დამაარსებელია. ასევე, 2000 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ტელეკომპანია “მზე”. 1999-2005 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. 90-იან წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ზაზა შენგელიამ თავისი კარიერა მთლიანად საქართველოში ტელეინდუსტრიის და მუსიკალური ბიზნესის განვითარებას მიუძღვნა.

იგი პირველი სტუდენტური როკ ფესტივალების ორგანიზატორია, რაც უპრეცედენტო იყო 70-80-იანი წლების პერიოდის საბჭოთა საქართველოში.

  • 8O2A0255 (1)
  • 8O2A0261 (1)
  • 8O2A0262 (1)
  • 8O2A0263 (1)