[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

IBSU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის – მარკეტინგის, მენეჯმენტის და ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისათვის ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა – კლარენს ვან დერ პიუტმა და ბარტ დე ჰანმა ჩაატარეს მასტერკლასი თემაზე: ,,მარკეტინგული სტრატეგიები, ბრენდის მენეჯმენტი, ნეირომარკეტინგი, მომხმარებლის ქცევა”. edu.aris.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს მე-14 საერთაშორისო აბრეშუმის გზის კონფერენციას, რომელიც გაიმართება 11-12 ოქტომბერს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, სახელმწიფო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ისტორიის დარგების წამყვანი ექსპერტები. www.newsday.ge

შავი ზღვის საერთაშორსო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც პირველკურსელებთან ერთად, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი დაესწრო. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, პირველ 500-ეულსა და 1000-ეულში მყოფ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ. საღამო კი მუსიკალურმა ჯგუფებმა - The Bearfox-მა და მარტივმა გამოსავალმა კონცერტით გააგრძელეს. www.newsday.ge

2008 აგვისტოს მოვლენების დროს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2 თვის განმავლობაში შეიფარა 400-ზე მეტი დევნილი. შეუქმნა მათ საცხოვრებელი პირობები, უზრუნველეყო კვებით, პირველადი დახმარების საშუალებით. www.newsday.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ქეთევან კიკილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ოცდღიან პროექტზე Belt and Road Science and Technology International Workshop