საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორმა, სკულპტურათა გამორჩეულმა მკვლევარმა ანდრეას სიტორენგომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთკვირიანი ვორქშოპები გამართა.
ასევე, ანდრეას სიტორენგო შეხვდა IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები, ერთობლივი ღონისძიებების/ვორქშოპების, ორმაგი დიპლომის პროგრამის შემუშავების და Erasmus+ და HorizonEurope-ის პროექტებში ერთობლივი განაცხადების მომზადების საკითხები.