IBSU-ს რექტორის მიმართვა 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე
IBSU-ს რექტორის, საფფეთ ბაირაქთუთანის მიმართვა 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე. "პატივცემულო მმართველი საბჭოსა და სკოლის წევრებო, საპატიო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო და 2023 წლის გამორჩეულ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრებო, ჩემი პრივილეგიაა, ვიდგე თქვენს წინაშე და უნივერსიტეტის სახელით სიტყვით მოგმართოთ. IBSU-ს კურსდამთავრებულები ჩვენი ქვეყნის პატრიოტები არიან,
IBSU-ს 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელებმა 2023 წლის 350 კურსდამთავრებულს სამახსოვრო სიგელები გადასცეს. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, საფფეთ ბაირაქთუთანმა და ბაკალავრიატის საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცა. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კურსდამთავრებულებსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო
IBSU-მ საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი“, სადაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა იქნა წარმოდგენილი. საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი ეძღვნება პირველი ქართული სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნის – მარიო მაჯიოს „ქართული ენის გრამატიკის“ – გამოცემის 380-ე და თბილისში ვახტანგ მეექვსის
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა ნაშრომების დაცვა
IBSU-ში საქართველოში არქიტექტურის პირველი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა ნაშრომების დაცვა გაიმართა. არქიტექტურის უნიკალური პროგრამა, რომელიც ევროპის წარმატებული არქიტექტურული სკოლების მაგალითზეა აგებული, თორმეტმა სტუდენტმა დაამთავრა, მათ შორის ცხრა საერთაშორისო სტუდენტია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროგრამაში გათვალისწინებულია ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორებისა და პოტენციური დამსაქმებლების რეკომენდაციებიც.
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამებმა შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღეს
IBSU-ს ტურიზმის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს მიენიჭათ სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით (მომდევნო კლასტერული აკრედიტაციის ვადამდე). ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელის, ეკა დევიძის განცხადებით, აღნიშნულ პროგრამებში ცვლილებები განხორციელდა ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის, ტურიზმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის და აკრედიტაციის სტანდარტების
IBSU-ში საზაფხულო ბანაკის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზაფხულო ბანაკის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები გაეცნენ სასურველ პროფესიებს, შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები და მეგობრები. დასკვნით ღონისძიებაზე ბანაკის ტრენერები და მონაწილეები სერტიფიკატებით და ბრენდირებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. შეკრებილთა განწყობაზე კი IBSU-ს მუსიკალურმა ბენდმა იზრუნა.
IBSU-ს კურსდამთავრებულთა შეკრება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთა შეკრების ტრადიციას აგრძელებს. წლევანდელ საზეიმო შეკრებას, რომელიც გამორჩეული იყო სახალისო აქტივობებითა და მუსიკალური გაფორმებით, სასტუმრო 'ბილტმორმა' უმასპინძლა. ღონისძიებაზე შეკრებილებმა გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეკრება უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობებს ამყარებს.
IBSU-მ „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის მიერ შემოთავაზებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის გაზრდას და IBSU-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფას. საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს "ჰორიზონტი ევროპას" ჩარჩო პროგრამა, მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA), მონაწილეობის გაფართოების შესაძლებლობები (Widening) და სამართლებრივი და ფინანსური საკითხები.
IBSU-მ CIF-ის კონკურსში გაიმარჯვა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) პირველ კონკურსში გაიმარჯვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს სერტიფიკატები გადასცა. CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება
IBSU-ს გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია
IBSU-ში გაიმართა უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ტრადიციული, ყოველწლიური სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ერთობლივი ნაშრომები: წიგნები, სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციის კრებულები. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს; სწორედ ამ მიზნით უნივერსიტეტი მუდმივად უზრუნველყოფს