19.09.2022
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას – ანაზღაურებადი სტაჟირება (დასაქმების პერსპექტივით).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტების ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად პირველადი დოკუმენტების დამუშავება და შენახვა;
- ინვენტარიზაციის პროცესის დაკვირვება და შერჩევითი გადათვლები;
- აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- საბაზისო განათლება ფინანსებში (შესაძლებელია იყოს სტუდენტი, თუ სამუშაო გრაფიკთან არის თავსებადი);
- ინგლისური ენა საშუალო დონეზე კლიენტებთან კომუნიკაციისთვის და დოკუმენტაციასთან სამუშაოდ;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის და აზრის გასაგებად გადმოცემის უნარები;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- აქტიურობა და ინიციტივიანი;
- შრომისმოყვარე;
- თვითმოტივაციაზე ზრუნვის უნარი;
- პროფესიული განვითარების მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
- სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
- ანაზღაურება: 375
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
ტესტირება:
- ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
- ტესტირების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში
გასაუბრება – ტესტიტების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
- Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს!
- გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
- სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge