19.09.2022
საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას – ბუღალტერი ბუღალტერიის დეპარტამენტში.
ძირითად ფუნცია-მოვალეობები:
- მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა – ოპერაციების შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი;
- საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება ან/და მონიტორინგი;
- ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
- ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში ;
- სესხების და საპროცენტო ხარჯების აღრიცხვა;
- სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, სავალუტე ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა(გადაფასების ოპერაციების შესრულება)
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (შეძენა, ცვეთის დარიცხვა, რეალიზაცია)
- დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი.
- დამკვეთი კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და შესაბამის ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა;
- დამკვეთისთვის წინასწარ შეთანხმებული ანგარიშების, რეპორტების მომზადების პროცესში ჩართულობა;
- დაქვემდებარებული ასისტენტის დეტალური ინსტრუქტაჟი/ტრეინინგი მიცემულ დავალებაზე და მონიტორინგი მათ მიერ შესრულებულ დავალებებზე/ოპერაციებზე;
- დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ის (ასისტენტ(ებ)ის) მუშაოების შედეგების განხილვა მენეჯერთან/ხელმძღვანელობასთან ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით.
მოთხოვნებით:
- უმაღლერი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით.
- სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე;
- სავალდებულოა ინგლისური B2 დონეზე ცოდნა;
- სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა.
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
წერითი დვალება:
- ხანგრძლივობა: 40 -50 წუთი
- წერითი დავალების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში
გასაუბრება – პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge