19.09.2022
რას დაფარავს პროგრამა?
- Excel-ში მონაცემების დამუშავება და ანალიზი
- მონაცემების მოძიება და დამუშავება SQL-ით
- მონაცემების ვიზუალიზაცია Power BI-ში
- მონაცემთა მეცნიერება (სტატისტიკა და რეგრესიები)
- შეხვედრები განყოფილების უფროსებთან
ვის ვეძებთ?
თუ შენ:
- ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
- სწავლობ ტექნიკური მიმართულებით (ფინანსები, მათემატიკა, ეკონომიკა, ა.შ.);
- გაქვს სურვილი შეიძინო პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სექტორში;
- ხარ მოტივირებული და შრომისმოყვარე, და ფიქრობ რომ შეძლებ საკმარისი დრო დაუთმო სწავლას;
- გსურს განივითარო და გაიუმჯობესო ანალიტიკური უნარები;
- გაინტერესებს ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია – რისკების მართვა; გსურს დაეუფლო მას და ჩაერთო რეალური სამუშაო ამოცანების ამოხსნაში საბანკო რისკების მიმართულებით.
კურსზე მოსახვედრად:
- 29 სექტემბრამდე გაიარე რეგისტრაცია
- წარმატებით გაიარე ონლაინ ტესტირება და გასაუბრება;
- მოამზადე დავალება და წარუდგინე თიბისის რისკების გუნდს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcacademy.ge/risks-academy