ბიზნეს ანბანის პროექტი კვლავ საუნივერსიტეტო სივრცეში გელოდებათ

დარეგისტრირდით ახლა და გახდი ბიზნეს ანბანის პროექტის მონაწილე!

ეს პროექტი დაგეხმარებათ გაიცნოთ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებები, როგორებიცაა:
მარკეტინგი
მენეჯმენტი
ფინანსები
ბუღალტერია
ტურიზმი.

გაიგებ როგორია სწორი კომუნიკაცია და რას უნდა მოვერიდოთ საქმიანი შეხვედრისას;

მიიღებ მონაწილეობას უამრავ სახალისო,საინტერესო და შემეცნებით აქტივობაში;

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ – X – XI – XII კლასის მოსწავლეებს.

ტრენინგები 18 დეკემბერსა და 25 დეკემბერს ჩატარდება.

შეხვედრის ადგილი : შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პროექტის მიმდინარეობის დრო – 18 დეკემბერი – 13:00-18:00 სთ, 25 დეკემბერი – 13:00-18:00 სთ.

პროექტში მონაწილეობა არის სრულიად უფასო.
მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში აბიტურიენტებს სწავლის 10%-ს დაუფინანსებს.
რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე
გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას!

