
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის პროექტი „სამართალი და მმართველობა მოსწავლეებისთვის“ მოსწავლეებს მომავალი პროფესიის არჩევაში ტრენინგების, დისკუსიების,იმიტირებული პროცესების და სხვადასხვა აქტივობების სახით ეხმარება

პროექტი სკოლის მოსწავლეებს 2 კურსს სთავაზობს, თითოეული შედგება 2 დღიანი ტრენინგებისგან

ტრენინგები თვეში ერთხელ, შაბათ-კვირას ჩატარდება უნივერსიტეტის კამპუსში

ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში 10%-იან გრანტს გთავაზობთ

სამუშაო ენა – ქართული

ღირებულება – უფასო