
22 მაისს, 14:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

საჯარო ლექციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი გვანცა დავითაშვილი და ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი გიორგი კვირიკაშვილი, ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით წარმოადგენენ სახალხო დამცველის პრაქტიკასა და რეკომენდაციებს; ასევე განიხილება საუნივერსიტეტო გარემოში ადამიანის უფლებების სწავლების გამოწვევები.

A101