როდესაც დამსაქმებელს შესდის უამრავი CV რატომ უნდა აგარჩიოს მაინც და მაინც შენ? როგორ უნდა განსხვავდებოდეს შენი რეზიუმე სხვებისგან?
სიმართლე ის არის, რომ დასაქმება საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რომელიც როგორც დამსაქმებლის, ასევე სამსახურის მაძიებლის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ პროცესს კი უფრო ართულებს ის, რომ CV მხოლოდ ზედაპირულად გვაცნობს ადამიანს
რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც გვსურს, რომ ჩვენი უნარები მაქსიმალურად გავაცნოთ დამსაქმებელს გასაუბრებამდე?
სწორედ ამ პრობლემის ირგვლივ შეიქმნა „Skilltape“ – ტალანტების ციფრული სივრცე. მოცემულ პლატფორმაზე სამსახურის მაძიებლები ქმნიან პროფილებს და ამასთან ერთად, ინდივიდუალიზმის გაღრმავებისთვის აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩაწერონ 1 წუთიანი ვიდეო-პრეზენტაცია თავიანთი მიღწევების, მიზნების, ინტერესების შესახებ. ასე რომ, თუ გსურს გაიგო მეტი ამ პლატფორმის შესახებ, და იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეცვლის სამსახურის ძიების არსებულ პრაქტიკას, მაშინ გელით პარასკევს, 23 დეკემბერს, 15:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში A101 აუდიტორიაში, სადაც “Skilltape”-ის დამფუძნებელი, ანა ავეჩბა, ისაუბრებს პლატფორმის განვითარების ეტაპებზე და მის როლზე დასაქმების სისტემაში
მანამდე კი, დამატებითი ინფორმაციისთვის გიზიარებთ პლატფორმის ლინკს, სადაც შეგიძლიათ დაწვრილებით იხილოთ პროფილის შექმნის საფეხურები https://skilltape.com/en/about-us?fbclid=IwAR1BAL7Om-Jh-H2k_gOg5QiGsb_wfKK_WmzJDpPDKYtRZ1-rrwQBkLQA1I0
So don’t hasitate, catch our NEXT wave!