19 აპრილს, 15:30 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დიდი ოთხეულის წევრი (Big 4) კომპანია Deloitte საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
საინფორმაციო სესიაზე კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებს გაუზიარებენ ინფორმაციას Deloitte-ის მუშაობის პრინციპებსა და ღირებულებებზე და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე კომპანიაში.
ასევე, შეხვედრაზე საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებს გაუზიარებენ ინფორმაციას აქტიურ ვაკანსიების შესახებ.
შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.


